leaderboard_below_slide
left_sabechdi

„იუვენტუსმა“ კოპმეინერსის ტრანსფერი შეათანხმა

ბერგამოს „ატალანტისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ტენ კოპმეინერსი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, კლუბებმა შეათანხმეს 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თანხა, რომელიც 52 მილიონ ევროს უდრის, რასაც 6 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

კოპმეინერსი ოთხშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას „იუვენტუსისთვის“, რის შემდეგაც „ბიანკონერისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ნიდერლანდელის ხელფასი სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.

2023-24 წლების სეზონში კოპმეინერსმა 51 ოფიციალურ მატჩში 15 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ასევე იხილეთ