გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ინსტრუქციით, ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესსაც, ცესკოსაც და ელექტორატის უმრავლესობის ლეგიტიმური ნება ვითომ „მიტაცებულად” გამოაცხადოს
„ფსევდო-პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 27 აგვისტოს გამოსვლა კვლავ არაფრით განსხვავდებოდა მოღალატე „ნაცმოძრაობის” გზავნილებისგან, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და რასაც გარედან ეტყვიან, იმას იმეორებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აბაშიძის თქმით, პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საარჩევნო პროცესს მაქსიმალური დარტყმა მიაყენოზ.
„ფსევდო-პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 27 აგვისტოს გამოსვლა კვლავ არაფრით განსხვავდებოდა მოღალატე „ნაცმოძრაობის” გზავნილებისგან. ვერც იქნება, რადგან კონსტიტუციის დამრღვევი, რეპუტაციაშელახული ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეშია მარიონეტული რეჟიმის დამყარების მოსურნე ნაცოპოზიციასთან ერთად. რასაც უბრძანებენ გარედან, იმას იმეორებს ჩიქორთული ქართულით. პატრიოტიზმზე გველაპარაკება ის სამარცხვინო ე.წ. „პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომლისთვისაც საქართველოს სუვერენიტეტი და კანონის უზენაესობა უმდაბლესი პრიორიტეტებია.
კვლავ გავიმეორებ – აგენტოკრატიის ინსტრუქციით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესსაც, ცესკოსაც და ელექტორატის უმრავლესობის ლეგიტიმური ნება გამოაცხადოს ვითომ „მიტაცებულად”, – წერს გია აბაშიძე.