„გორდელას“ წევრი ქეთევან კვირკველია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე: გარდა იმისა, რომ ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე, კამპანია ითვალისწინებს ასევე კარგი გარემოს შექმნას
„გვიხარია, რომ ვართ ჩართული ამ კამპანიაში”, – განუცხადა „ქრონიკას“ ანსამბლ „გორდელას“ მომღერალმა ქეთევან კვირკველიამ.
„გარდა იმისა, რომ ამომრჩეველი უნდა მივიდეს არჩევნებზე აუცილებლად და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი, ეს კამპანია ითვალისწინებს ასევე იმას, რომ მაყურებელს შეუქმნას ძალიან კარგი განწყობა და „გორდელაც“ სწორედ ამიტომ, სხვა მონაწილეებთან ერთად, ვიმყოფებით ონში. გვიხარია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეხვედრა ჩვენს მსმენელთან ძალიან, ძალიან სასიამოვნოა ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა მან.