ონში მიმდინარე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე მომღერლებმა მაყურებლებს სიტყვით მიმართეს და „ქართული ოცების“ მთავარი გზავნილები გააცნეს.
მშვიდობა და ევროპისკენ ღირსებით სვლა – ეს მათი მთავარი სათქმელია.
„მადლობა ჩვენს წამყვანებს, ორგანიზატორებს, იმისთვის რომ მოგვცეს შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით. გაუმარჯოს მშვიდობას და ღირსებით ევროპისკენ“, – აღნიშნა „გორდელას“ წევრმა ქეთევან კვირკველიამ.
ონში ამ წუთებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს. მსენელის წინაშე გამოდიან მარიამ შენგელია და მისი ბენდი „მიქსტურა“, სალომე ბაკურაძე, „თეატრალური კვარტეტი” და სხვა მონაწილეები.