leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯონ კირბი: აშშ კვლავაც მზად არის, დაიცვას ისრაელი ირანის თავდასხმის შემთხვევაში

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ კვლავაც მზად არის, დაიცვას ისრაელი ირანის თავდასხმის შემთხვევაში.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისინი [ირანი] კვლავ მზად არიან, განახორციელონ თავდასხმა, თუ ამის გაკეთება მოუნდებათ, რის გამოც ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალების პოზიცია რეგიონში“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

„ჩვენი მესიჯი ირანისადმი თანმიმდევრულია. პირველი, არ გააკეთოთ ეს. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რაიმე სახის რეგიონული ომი. და მეორე, ჩვენ მზად ვიქნებით დავიცვათ ისრაელი, თუ საქმე აქამდე მივა“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ