leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი: შეთანხმებას მივაღწიე რადიკალ მემარცხენე „დემოკრატებთან“ ამხანაგ კამალა ჰარისთან დებატებისთვის

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დათანხმდა კამალა ჰარისთან 10 სექტემბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო დებატების წესებს.

„შეთანხმებას მივაღწიე რადიკალ მემარცხენე „დემოკრატებთან“ ამხანაგ კამალა ჰარისთან დებატებისთვის. დებატები „ფეიკ ნიუს“ ABC News-ზე გავა – ყველაზე საზიზღარი და ყველაზე უსამართლო ახალი ამბების გადამცემი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ თანხმდებოდნენ დებატების წესებთან დაკავშირებით, კერძოდ, უნდა იყოს თუ არა ჩართული კანდიდატების მიკროფონები, როდესაც მეორე კანდიდატი ისაუბრებს.

https://truthsocial.com/@realDonaldTrump/113035417108806850

ასევე იხილეთ