leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ჩაკვეტაძე: ლევან ცუცქირიძე უნდა ჩამოყალიბდეს – არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს თუ პოლიტიკური პარტიის წევრია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ლევან ცუცქირიძე უნდა ჩამოყალიბდეს, არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს თუ არის პოლიტიკური პარტიის წევრი.

„გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვნახეთ პროცესი, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ როგორმე ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების ფინანსები არ ყოფილიყო საჯარო. ლევან ცუცქირიძე მოგვევლინა, როგორც დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, ის რეალურად არის „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ამას ემსახურება ის, რომ ვიცოდეთ ეს ფინანსები საიდან აქვს, რა პროექტებს ახორციელებს. თუკი საერთაშორისო ფინანსებით ახორციელებს პოლიტიკურ აქტივობას, ეს არის კანონმდებლობით აკრძალული და მოვუწოდებ მას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს სჭირდება, აუცილებლად მიაწოდოს. უნდა ჩამოყალიბდეს – არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს თუ პოლიტიკური პარტიის წევრია“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

ანტიკორუფციულ ბიურომ დაადგინა რომ ლევან ცუცქირიძის დაფუძნებული ორგანიზაცია გაცხადებულ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მაგრამ პოლიტიკურ პარტიად არ რეგისტრირდება. კანონი მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“ და „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზაციის თავმჯდომარეს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ავალდებულებს,

ასევე იხილეთ