leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინიდან გამოშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინიდან გამოშვებული 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ვორონეჟისა და როსტოვის რეგიონებში გაანადგურეს.

„ღამით კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით სცადა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რვა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და ოთხი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ