რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთს ესკალაციის თავიდან აცილება არ სურს და უსიამოვნებებს ეძებს.
როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ცნობები იმის შესახებ, რომ კიევი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმებისთვის დასავლეთისგან ნებართვას ითხოვს, „შანტაჟია“.
„ცდილობენ, მოგვაჩვენონ, რომ დასავლეთს ესკალაციის თავიდან არიდება სურს, თუმცა სინამდვილეში ეს ეშმაკობაა. დასავლეთს არ სურს ესკალაციის თავიდან არიდება, დასავლეთი უსიამოვნებებს ეძებს. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის ცხადია“, – განაცხადა ლავროვმა.
მან დასავლეთის ბირთვულ სახელმწიფოებს შეახსენა, რომ რუსეთი საკუთარი ბირთვული დოქტრინის კორექტირებას ახდენს და მოუწოდა, ცეცხლს არ ეთამაშონ.