მექსიკამ შეერთებული შტატებისა და კანადის საელჩოებთან ურთიერთობა შეაჩერა.
Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გააკეთა.
მიზეზი ამერიკის ელჩისა და კანადის დიპლომატიური მისიის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის გაკრიტიკება გახდა. მექსიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონი და ოტავა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და მექსიკის სუვერენიტეტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა