თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ის, სავარაუდოდ, შენობიდან გადმოვარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.