leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ადამიანს უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან გაკარება, თუ ქვეყნისთვის ისეთი ზარალი აქვს მიყენებული, როგორიცაა ადამიანური მსხვერპლი, ტერიტორიების ოკუპაცია

„ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, პარტია, რომელიც გაიმარჯვებს, დაუპირისპირდებოდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩააგდო ნაწილობრივ ოკუპაციაში, სტრატეგიული ობიექტები გასცა და ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, უნდა გაირკვეს და ითქვას, რატომ არ აქვს ამა თუ იმ პარტიას, ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა.

„არ არსებობს არც ერთი ევროპული ქვეყანა და პიტერ სტანოს ჰკითხეთ თუ არსებობს, რომელიც არ მოსთხოვს პასუხს იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს კიდევ იმუქრება, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოხდეს. არც ერთი ევროპული ქვეყანა ამას არ შეარჩენს არც ერთ პოლიტიკურ ძალას. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ადამიანებს და მასობრივად ყველას რაღაც პასუხისმგებლობა მოუწევთ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ისტორიისთვის მაინც უნდა ითქვას, რა დანაშაულია ჩადენილი, ეს დანაშაული რაში მდგომარეობს და რატომ არ აქვს ამა თუ იმ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა. ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი სტანდარტია, როდესაც ადამიანს საერთოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან გაკარება, თუ ქვეყნისთვის ისეთი ზარალი აქვს მიყენებული, როგორიცაა ადამიანური მსხვერპლი და ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„პოლიტიკოს“ ცნობით, გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ბრიუსელში შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი წინადადების გამო, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს“.

ასევე იხილეთ