leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: “არა რუსულ კანონს” აქვთ ლოზუნგი და ამის იქით არც ერთი თემის განხილვა არ მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობრივი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა.

„მოულოდნელი არავისთვის იყო, რომ იქნებოდა ეს გააფთრებული წინააღმდეგობები, ვინაიდან ოპოზიციის მხრიდან სრული ისტერიკაა ამასთან დაკავშირებით. ვერც იმას ამბობენ, რომ გამჭვირვალობა არ არის ევროპული სტანდარტი და ერთადერთი, რაც ამოუჩემებიათ, ეს არის „რუსული კანონი“. „არა რუსულ კანონს“ აქვთ ლოზუნგი და ამის იქით არც ერთი თემის განხილვა არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, პარტიების დიდი ნაწილი დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებს.

მისივე თქმით, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან.

ასევე იხილეთ