უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად უკრაინულმა დრონებმა რუსეთის კიროვის ოლქზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
შეტევა ქალაქ კოტელნიჩის მახლობლად მდებარე ნავთობპროდუქტების საცავზე განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეტევას ხანძარი არ მოჰყოლია, არავინ დაშვებულა.
ამასთანავე, ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ ნავთობის ბაზაზე დრონებით რამდენიმე შეტევა მოხდა. მეორე იერიშის შემდეგ ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.
ქალაქი კოტელნიჩი უკრაინის საზღვრიდან 1 500 კილომეტრში მდებარეობს. ეს ამ რეგიონზე დრონებით განხორციელებული პირველი იერიშია.
გასულ ღამეს უკრნაულმა დრონებმა იერიში მიიტანეს როსტოვის, ვორონეჟის და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ობიექტებზე.