გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სამი ადამიანი მოკლეს.
ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.