აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტი, ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მკვლელობის მცდელობის დროს ის ღმერთმა გადაარჩინა.
„ეს ღმერთი უნდა ყოფილიყო. როგორ შეიძლება ითქვას, რომ იღბლის დამსახურება იყო? ისეთ პოზიციაზე ვიდექი, ერთადერთი წერტილი იყო, სადაც შეიძლებოდა, აგცილებოდა ტყვია“, – ამბობს ტრამპი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სწამს თუ არა ღმერთის, ტრამპის პასუხი იყო – დიახ.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა რობერტ კენედი უმცროსზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტობის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა და ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა დონალდ ტრამპს.
„დიდი პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას. ის ძალიან კარგი ადამიანია, განსხვავებული, გონიერი, უყვარს საკუთარი ქვეყანა და ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხედულებები აქვს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. დიდი ხანია, ვიცნობ მას. ვფიქრობ, ძალიან კარგი შენაძენია. მეყოლება თუ არა ის ადმინისტრაციაში? ჩვენ ეს ჯერ არ განგვიხილავს, მაგრამ შესაძლებელია. მას ძალიან ბევრი კარგი იდეა აქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.