leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი მამარდაშვილმა ყველა რეკორდი მოხსნა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ მეკარე გახდა და გუნდს 2025 წლის ივლისში შეუერთდება, მანამდე კი ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება.

ინგლისურმა გრანდმა ქართველი მეკარის ტრანსფერში „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, რაც ქართველ ფეხბურთელში გადახდილი რეკორდული თანხაა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერი სამენეჯერო კომპანია Free Football-ის დამფუძნებელმა, ლევან სეთურიძემ განახორციელა, ხოლო მამარდაშვილი ქართველების ყველაზე ძვირად ღირებულ ტრანსფერების სიის სათავეში ისე მოექცა, რომ აქამდე არსებული რეკორდი ლამის ორჯერ გააუმჯობესა.

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერების ათეული:

1. გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“ – „ლივერპული“, 2024 წელი) – 35 მლნ. ევრო

2. გიორგი მიქაუტაძე („მეცი“ – „ლიონი“, 2024) – 18.5

3-4. კახა კალაძე („დინამო“ კიევი – „მილანი“, 2001) – 16.0

3-4. გიორგი მიქაუტაძე („მეცი“ – „აიაქსი“, 2023) – 16.0

5. ხვიჩა კვარაცხელია („დინამო“ ბათუმი – „ნაპოლი“, 2022) – 13.3

6. გიორგი ქინქლაძე („მანჩესტერ სიტი“ – „აიაქსი“, 1998) – 8.0

7. ზურიკო დავითაშვილი („ბორდო„ – „სენტ-ეტიენი“, 2024) – 6.0

8. გიორგი დემეტრაძე („დინამო“ კიევი – „რეალ სოსიედადი“, 2000) – 5.40

9. გიორგი ქინქლაძე („აიაქსი“ – „დერბი ქაუნთი“, 2000) – 5.0

10. შოთა არველაძე („აიაქსი“ – „რეინჯერსი“, 2001) – 4.50

ასევე იხილეთ