leaderboard_below_slide
left_sabechdi

მედვედევი: „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ საბრძოლო ტაქტიკის შესახებ წარმოდგენა შეცვალა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის „სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ საბრძოლო ტაქტიკის შესახებ წარმოდგენა წარმოდგენა და ასევე, შეცვალა მთელი სამხედრო მეცნიერება.

როგორც რუსული მედია წერს, ოფიციალურმა პირმა, რომელიც ასევე არის პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარე, განცხადება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„როდესაც დაიწყო „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, ჩვენ გვქონდა სრულიად განსხვავებული წარმოდგენა სამხედრო ტაქტიკაზე, ვიდრე დღეს გვაქვს. უბრალოდ, ომმა ყველაფერი შეცვალა. გამოჩნდა ახალი ტიპის იარაღი, ბრძოლის ახალი გზები და შეცვალა მთელი სამხედრო მეცნიერება და პრაქტიკა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მედვედევმა.

ასევე იხილეთ