ზაალ ანჯაფარიძე: დღეს თუ რაიმე სერიოზული გამოწვევა დგას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაშე, ეს არის გარე ძალების ჩარევა, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოში ის ხელისუფლება იხილონ, რომელიც მათ აწყობთ
„დღეს თუ რაიმე სერიოზული გამოწვევა დგას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაშე, რომლის ადმინისტრირებაც კანონის სრული დაცვით და მაღალი პროფესიონალიზმით მიმდინარეობს, ისევე როგორც წინა წლებში, ეს არის გარე ძალების ჩარევა, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში ის ხელისუფლება იხილონ რომელიც მათ აწყობთ”, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, უკვე 12 წელია დასავლელმა დამკვირვებლებმა ვერ იპოვეს ვერანაირი სერიოზული ხელჩასაჭიდი, რომ საქართველოში ჩატარებული რომელიმე არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეეტანათ.
„როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვიჩიჩინებენ, უკვე მერამდენედ, რომ გვსურს ვიხილოთ თქვენთან თავისუფალი და ა.შ. არჩევნებიო, საინტერესოა, ჩვენ რა იგივე არ გვსურს?! მიუხედავად იმისა ვინ ვისი მომხრეა.
უკვე 12 წელია დასავლელმა დამკვირვებლებმა ვერ იპოვეს ვერანაირი სერიოზული ხელჩასაჭიდი, რომ ჩვენთან ჩატარებული რომელიმე არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეეტანათ, მიუხედავად ადგილობრივი თუ გარე აქტორების არაერთი მცდელობისა, არჩევნების დელეგიტიმაცია მოეხდინათ.
დღეს თუ რაიმე სერიოზული გამოწვევა დგას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაშე, რომლის ადმინისტრირებაც კანონის სრული დაცვით და მაღალი პროფესიონალიზმით მიმდინარეობს, ისევე როგორც წინა წლებში, ეს არის გარე ძალების ჩარევა, რომლებსაც უნდათ რომ საქართველოში ის ხელისუფლება იხილონ, რომელიც მათ აწყობთ.
ხალხის არჩევანს დაემორჩილებიან მხოლოდ მაშინ თუკი დარწმუნდებიან, რომ სხვა გზა არ აქვთ, ისევე როგორც ადრე მომხდარა არაერთხელ“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.