leaderboard_below_slide
left_sabechdi

კირ სტარმერი: რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია

“რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია”, – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავენ თუ არა ისინი უკრაინისთვის გადაცემულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, მას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერთ. ახალი ან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება არ მომხდარა. აშკარა მიზეზების გამო, იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ტაქტიკური საკითხების განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ახალი გადაწყვეტილებები არ მიღებულა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად რჩება და ამ მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს.

ასევე იხილეთ