leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი კახიანი “დემოკრატიის ფესტივალზე”: ეს არის პირდაპირ პოლიტიკური ორგანიზაციების პრეზენტაცია და მათ სასარგებლოდ პროპაგანდა

“ასეთი შეკრებები საგანგაშო არის იმ თვალსაზრისით, რომ აქ ხდება წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი კანონმდებლობის დარღვევა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა “დემოკრატიის ფესტივალთან” დაკავშირებით.

„როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან და სინამდვილეში ეს არის პირდაპირ თუ შენიღბულად პოლიტიკური ორგანიზაციების პრეზენტაცია და მათ სასარგებლოდ პროპაგანდა, ცხადია, ეს არის დარღვევა. ასეთი რამე ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ითვლება დარღვევად. აქაც იგივე პრობლემა ჩანს. პრობლემა არის ისევ და ისევ გაუმჭვირვალობა. ეს შემთხვევაც არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ აუცილებელი არის გამჭვირვალობა. როცა გამჭვირვალობა იქნება, მაშინ ასეთი შემთხვევებისგანაც მეტად დაზღვეული იქნება ქვეყანაც და ზოგადად საზოგადოებაც“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

„დემოკრატიის ფესტივალი“ ამჯერად ბათუმში გაიმართება. ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „დემოკრატიული ფესტივალი“ ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით იმართება.

 

ასევე იხილეთ