leaderboard_below_slide
left_sabechdi

კონგრესმენი კილი: შეუძლებელია გქონდეს ფუნქციონირებადი დემოკრატია, რომელშიც არსებული რეჟიმი თავის ძალაუფლებას იყენებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად – ზუსტად ეს გააკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ

JPG edited with https://ezgif.com/resize

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, კევინ კილმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იცის ბაიდენის ადმინისტრაციის იმ ოფიციალური პირების ვინაობა, რომლებიც ზეწოლას ახდენდნენ Facebook-სა და მშობელ კომპანია Meta-ზე, რათა COVID-19 პანდემიის დროს ამერიკელებისთვის ცენზურა დაეწესებინათ.

„ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამეა გამოსავლენი. საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეს (აშშ-ის) ადმინისტრაციის ყველაზე მაღალ დონემდე მივყავართ. ეს იყო ცენზურის რეჟიმი, რომელიც მომდინარეობდა ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციისგან და ამისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. 

იმ ადმინისტრაციისთვის, რომელსაც უყვარს საუბარი დემოკრატიის საფრთხეებზე, ზუსტად ეს (ქმედება) არის დემოკრატიის მთავარი საფრთხე. სიტყვის თავისუფლების გარეშე ფუნქციონირებადი დემოკრატია არ შეიძლება იყოს. შეუძლებელია გქონდეს ფუნქციონირებადი დემოკრატია, რომელშიც არსებული რეჟიმი თავის ძალაუფლებას იყენებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად. ეს არის ზუსტად ის, რაც გააკეთა ამ (ბაიდენის) ადმინისტრაციამ“, – დასძინა მან.

კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ორშაბათს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა.

საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის, იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით, ცენზურას სთხოვეს.

ასევე იხილეთ