რომის პაპმა მიგრანტების დახმარებაზე უარის თქმას „მძიმე ცოდვა“ უწოდა
რომის პაპმა, ფრანცისკემ მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება მკაცრად დაგმო.
„არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სისტემატურად და ყველა გზით მუშაობენ იმისთვის, რომ მიგრანტები განდევნონ. ეს მძიმე ცოდვაა“, – თქვა რომის პაპმა ყოველკვირეული სიტყვით გამოსვლის დროს.
როგორც უცხოური მედია წერს, რომის პაპს თავისი 11-წლიანი მმართველობის დროს მიგრანტების შესახებ არაერთხელ უსაუბრია.
„ახლა კი პონტიფიკოსმა კათოლიკური ტერმინოლოგიიდან ცოდვის აღსაწერად ყველაზე მძიმე სიტყვა გამოიყენა“, – წერს უცხოური მედია.
ინფორმაციისთვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წლიდან ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 30 000-ზე მეტი მიგრანტი დაიკარგა.
როგორც ცნობილია, მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას ხელნაკეთი ნავებით ცდილობენ.