პენტაგონი: აშშ უკრაინულ ძალებს კვლავ არ აძლევს უფლებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებს ამერიკული იარაღით შეუტიოს
„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კვლავ არ აძლევს უფლებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე ამერიკული იარაღით იერიში მიიტანოს“, – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ ამერიკული დახმარება უცხოეთიდან თავდასხმებისგან თავის დასაცავად, მაგრამ რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დისტანციურ დარტყმებს, ჩვენი პოლიტიკა ამ მხრივ არ შეცვლილა“, – თქვა რაიდერმა.
მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის იარაღის გამოყენების კუთხით კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს გააუქმონ თავიანთი შეზღუდვები.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასიური საჰაერო იერი დაიწყო.
როგორც „პოლიტიკო“ წყაროზე დაყრდნობით წერს, კიევი ემზადება ვაშინგტონს წარუდგინოს რუსეთში პოტენციური სამიზნეების სია, იმ შემთხვევაში თუკი თეთრი სახლი ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვებს მოხსნის.