NATO-უკრაინის საბჭოს სხდომაზე ალიანსის წევრმა სახლემწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, გააძლიერონ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები
ოთხშაბათს NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა გაიმართა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის ბოლოდროინდელი საჰაერო თავდასხმების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მოკავშირეებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის განურჩეველი დარტყმები და დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, გააძლიერონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა.
„უკრაინის უნარი უზრუნველყოს თავდაცვა მოითხოვს [შეიარაღების] გაზრდილ მიწოდებასა და მეტ მხარდაჭერას. რუსეთის ბოლო თავდასხმის შემდეგ, მოკავშირეებმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აძლიერებენ უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება რუსეთის შემოჭრისგან თავის დასაცავად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ განაგრძოს ბრძოლა“, – დასძინა სტოლტენბერგმა.