leaderboard_below_slide
left_sabechdi

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს იწყება

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციონერი დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოსგან კანონის ამოქმედების სრულად შეჩერებას ითხოვენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა დღეს გაიმართება.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედება სრულად უნდა შეაჩეროს, მმართველი გუნდში კი აცხადებენ რომ ყველა, ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

ასევე იხილეთ