leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები არ მონაწილეობდნენ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესში

ჩვენ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ვიმუშავეთ სამუშაო ფორმატში პარლამენტის თავმჯდომარის ჩართულობით და სამწუხაროა, რომ ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ, არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ვიმუშავეთ სამუშაო ფორმატში პარლამენტის თავმჯდომარის ჩართულობით. ცვლილებების ერთი პაკეტი უკავშირდება ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გაძლიერებას, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ გაძლიერებას. სასამართლოსთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას, დასაბუთების ხარისხის გაზრდას. ეს ცვლილებები მთლიანობაში განხილული იყო სამუშაო ფორმატში. სამწუხაროა, რომ ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ, არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ