leaderboard_below_slide
left_sabechdi

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიღებული კანონის წინააღმეგ საკონსტიტუციო სასამარლოს მიმართეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციბმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის ამოქმედება სრულად უნდა შეაჩეროს, მმართველი გუნდში კი აცხადებენ რომ ყველა, ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.

 

ასევე იხილეთ