leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს

„გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს, რაც, მიქანაძის განცხადებით, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა.

„საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს. მათი მცდელობაა, საზოგადოების ნაწილს წინასწარ გაუჩინონ მცდარი აღქმა ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესახებ. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიეცა.

21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორგანიზებით, ბათუმში, ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ და გიორგი უშიკიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პანელს ზვიად ქორიძე უძღვებოდა. მიუხედავად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მხრიდან გაცხადებული საარჩევნო პროცესებში ნეიტრალიტეტის სტატუსისა, ღიად დაფიქსირდა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდა. რაც შეეხება გიორგი უშიკიშვილს, მან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სცენიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და პარტია „ლელოს“, „ანა დოლიძე -ხალხისათვის“ და „თავისუფლების მოედანს“ შეუერთდა.

გრძელდება არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან მმართველი პარტიის საწინააღმდეგო მიზანდასახული დისკრედიტაციის კამპანია. ამის ნათელი მაგალითია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, იგივე „სოროსის ფონდის“ მიერ სოციალურ ქსელში (Facebook გვერდზე) ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო-კლიპების განთავსება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ დაფინანსებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ამასთანავე, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც აფინანსებს არჩევნებზე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ ფაქტებს კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოაქვს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ჰარმონიული თავსებადობა.

საინტერესოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს განცდას, რომ მათი დამოკიდებულება სუბიექტურია და ორიენტირებულია მხოლოდ სახელისუფლებლო გუნდის წინააღმდეგ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე იხილეთ