leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: ჩვენ უნდა გვქონდეს მსჯელობა მინიმუმ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად არის ადამიანის უფლებები და სად პროპაგანდა

ჩვენ უნდა გვქონდეს მსჯელობა მინიმუმ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად არის ადამიანის უფლებები და სად პროპაგანდა, რომელიც პირიქით, ადამიანის უფლებების შემლახველი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„დისკუსიას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ისე გარბის დისკუსიიდან, რომ ჯერ მოლაპარაკების მაგიდასთან არც კი დამჯდარა. ვფიქრობ, ადეკვატურია მსჯელობა მინიმუმ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად არის ადამიანის უფლებები და სად პროპაგანდა, რომელიც პირიქით, ადამიანის უფლებების შემლახველი შეიძლება იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბალანსის პოვნა არის მნიშვნელოვანი და უკეთესი იქნება, თუ ეს ბალანსი კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ