leaderboard_below_slide
left_sabechdi

Reuters: იაპონიაში, ტაიფუნ „შანშანის“ გამო, მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

იაპონიის ხელისუფლებამ, ტაიფუნ „შანშანის“ გამო, კუნძულ კიუსიუზე მცხოვრები მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტაიფუნმა ძლიერი ქარისა და წვიმის სახით იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა. მან მწყობრიდან ელექტროგადამცემი ხაზები გამოიყვანა. ასობით ავიარეისი გაუქმდა და მსხვილმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.

სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს, რაც კი ოდესმე ამ რეგიონში დაფიქსირებულა.

იაპონიის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ ყველა ქარხანა გააჩერა. Nissan-მა, Honda-მ და სხვა მწარმოებლებმაც აგრეთვე დროებით შეაჩერეს მუშაობა.

ასევე იხილეთ