leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ცაჰალი“: ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მეთაური უსამა ჯადალა მოკლა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ისლამური ჯიჰადის დაზვერვის დანაყოფის მეთაური უსამა ჯადალა მოკლა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში ჯარმა ახლო შეტაკებებსა და ავიაიერიშების დროს ათობით ტერორისტი გაანადგურა. ხან იუნისის რაიონში ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი უსამა ჯადალა იყო, რომელიც ისლამური ჯიჰადის დაზვერვის დანაყოფის მეთაური იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის არმიის მტკიცებით, ჯადალა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრასა და ებრაელების დახოცვაში მონაწილეობდა.

გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში მდებარე, დაახლოებით, 40 ტერორისტულ ობიექტზე მიიტანეს იერიში. განადგურებულია ტერორისტების გამშვები დანადგარები, სამხედრო ნაგებობები, ინფრასტრუქტურა.

ასევე იხილეთ