leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ზალკალიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს”, – განაცხადა იმერეთის ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.

„მთელი გუნდით წავალთ იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი – ეროვნული იდენტობა, სუვერენიტეტი, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და ოჯახის სიწმინდის შენარჩუნება. პრიორიტეტია ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. როგორც იცით ეკონომიკაში ზრდა გვაქვს, ეს მიმართულება გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავიდეს“, – აღნიშნა ლევან ზალკალიანმა.

იმერეთს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს. ლევან ზალკალიანი თანამშრომლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა.

ასევე იხილეთ