აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.
მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება და სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
მიკროავტობუსების ნაწილი მოემსახურება ხელვაჩაურის 64 სოფელს. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი მარშრუტი, რომელიც ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს.
ახალ მიკროავტობუსებზე 250 მძღოლი დასაქმდება.
2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. ასევე, იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12-მეტრიანი „EURO 5“-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა.