საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩაზე 7000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება შეფერხებით უწევდა, საგზაო სამუშაოების განხორციელების შედეგად, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
სამუშაოები საბურთალოს რაიონის კონტრაქტორმა კომპანიამ „ლ ენდ ლ“ განახორციელა.