leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი პესკოვი: “ტელეგრამის დამფუძნებელი, პაველ დუროვი ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეა

“პაველ დუროვი ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“დუროვი ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეა და რაც შეეხება საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ეს ჩვენი საქმე არ არის”, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს “ტელეგრამის” დამფუძნებელ პაველ დუროვს.

ცნობისთვის, „ტელეგრამის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი პარიზში 24 აგვისტოს დააკავეს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის დაკავებას პოლიტიკური მიზეზები არ გააჩნია. საფრანგეთის სასამართლომ პაველ დუროვს ბრალი „ტელეგრამის“ აპლიკაციაში დანაშაულებრივი ქმედებების დაშვებისთვის წაუყენა.

ასევე იხილეთ