leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბექა ოდიშარია: ვერ დაგიდასტურებთ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა “ქართული ოცნება” – ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია

მე ვერ დაგიდასტურებთ (მართლმადიდებლობის) სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა “ქართული ოცნება” – ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.

„ჩვენი პარტიის, ხელისუფლების ლიდერებმა მკაფიოდ მოგვახსენეს, რომ ამის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. ჯერ შუამავლობაზე, რაიმე ტიპის კონცეფციის კონკრეტულ წარმოდგენაზე საუბარი არ ყოფილა.

მე ვერ დაგიდასტურებთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ – ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ცვლილება, რომელიც კონკორდატის მიღმა მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი და დოკუმენტია ქართულ კონსტიტუციაში, ამის მიღმა თუ რაიმე დაიცავს საქართველოში წმინდა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს, ბუნებრივია, მოხდება უკიდურესად მჭიდრო კონსულტაციებით წმინდა სინოდთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და ყველა იმ სასულიერო პირთან, ვისაც შეუძლია ამის ირგვლივ გაუწიოს კონსულტაცია ამ თემაზე მომუშავე ჯგუფს.

სახელმწიფო რელიგია ყოველთვის სეკულარული სახელმწიფოდან თეოკრატიაზე გადასვლას არ ნიშნავს. მაგრამ ბუნებრივია, ყველა ასეთი საკითხი, რომელიც საქართველოს 90%-ს შეეხება, იმ უდიდეს მრევლს, რომელიც ქართულ სამოციქულო ეკლესიას გააჩნია, ბუნებრივია, საფრთხილო და ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ, ამიტომ განაცხადა როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის პრემიერმა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მიდის ძალიან დიდი მსჯელობა, ფიქრი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ვინ არის და ვინ არ არის, ამის შესახებ თქვენ გაიგებთ, მაშინ, როდესაც საჭირო გახდება რაიმე ტიპის გადაწყვეტილების გამოცხადება”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე იხილეთ