leaderboard_below_slide
left_sabechdi

Reuters: უკრაინის ომის სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა მყარ ზრდას აჩვენებს

უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა მრავალ სექტორში მყარ ზრდას აჩვენებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან ერთად, რუსეთში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. სამხედრო მრეწველობა ივლისში 3,3% გაიზარდა, მაშინ, როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 2,7% შეადგენდა. ხოლო სამხედრო მრეწველობის მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან 4,8% გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,1% შეადგენდა.

სააგენტოს ცნობით, 2024 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მშპ 4,6% გაიზარდა, მაშინ, როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მაჩვენებელი 1,8% შეადგენდა.

ეკონომიკის ზრდაზე გავლენა იქონია, აგრეთვე, კერძო სექტორის მიერ განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებამ. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების საერთო მოცულობამ 8,44 ტრილიონი რუბლი (92 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8,3% მეტია.

„წლის პირველ ნახევარში ასეთი მაღალი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ მთლიანად 2024 წლის ეკონომიკური მაჩვენებლები იმაზე მაღალი იქნება, რასაც ჩვენ აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზში ვვარაუდობდით“, – ციტირებს Reuters რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს პოლინა კრიუჩკოვას.

ასევე იხილეთ