რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა განახორციელეს, რომლის შედეგადაც უკრაინელი ჯარისკაცები სოფელ კორენკოვოდან განდევნეს. ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ კურსკის ოლქში რუსმა სამხედროებმა კორენკოვოს დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს, მდინარე სეიმთან უკრაინის არმიის ალყა ვერ გაარღვიეს.
გამოცემის მტკიცებით, კურსკის ოლქის ერთ-ერთ რაიონში სამი ათასამდე რუსი სამხედრო, უკრაინელების ალყაშია მოქცეული. პარალელურად, სხვადასხვა წყარო იტყობინება, რომ დაკავებულ ტერიტორიებზე უკრაინელები სანგრებს თხრიან და თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ.