პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ყველა, ვინც გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
„ამ სარჩელებზე არაერთხელ ვთქვით, რომ არის საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული პროცესი. ზურაბიშვილის მთელი ეს ანტიქართული მოძრაობა იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოს გამოაცალოს ის იარაღი, რომელსაც გამჭვირვალობა ჰქვია და რომლითაც ის უცხოურ ძალას ებრძვის“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.