დღეს ღამით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მორიგი შეტევის დროს, „შაჰიდის“ ერთ-ერთმა დრონმა ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა და გომელის ოლქის ცაზე აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი Telegram არხი “Беларускі Гаюн“ ავრცელებს.
როგორც აღნიშნული წყარო წერს, ამის გამო, ისტორიაში პირველად, ბელარუსმა რუსული დრონი სავარაუდოდ გაანადგურა.
„მას შემდეგ, რაც „შაჰიდი“ დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, ბელარუსის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი 20 წუთის განმავლობაში იყო ადევნებული. 03:55 საათზე, გომელის ოლქის ელის რაიონში სულ მცირე ორი აფეთქება გაიგონეს, რასაც ცაზე მკვეთრი განათება მოჰყვა.
შესაბამისად, ეს შესაძლოა, პირველი შემთხვევა იყოს, როდესაც ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალებმა საკუთარ ტერიტორიაზე ნამდვილი სამხედრო სამიზნე – რუსული „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე დრონის ჩამოგდება მოინდომა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.