არჩილ თალაკვაძე ერლინდ ცეკაის დაკავებაზე: ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, გერმანელ კოლეგებთან, ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ერთად არაერთი საქმე გამოიძიეს და საერთაშორისო ორგანიზებული ჯგუფები გამოავლინეს
“საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, გერმანელ კოლეგებთან, ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ერთად არაერთი საქმე გამოიძიეს და საერთაშორისო ორგანიზებული ჯგუფები გამოავლინეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი ბიზნესმენის, ერლინდ ცეკაის დაკავებას.
„მაღალი ალბათობით, ფინანსდება სწორედ რადიკალური ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ფინანსდება მედია, რაზეც კეზერაშვილმა თვითონ ისაუბრა.
კვლავ რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები, ვინც მეორეს მხრივ, ხმამაღალ განცხადებებს და აბსოლუტურად ცრუ ბრალდებებს აჟღერებენ საქართველოს წინააღმდეგ, არანაირ კომენტარს, არანაირ შეფასებას ამ ფაქტებზე არ აკეთებენ.
ეს მიუთითებს, რომ მათ აქვთ პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია. არანაირი სამართალი და კრიმინალთან ბრძოლა მათ არ აინტერესებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ევროჯასთის ეგიდით, ალბანეთის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დუბაიში ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემასთან კავშირში ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი ერლინდ ცეკაი დააკავა.