leaderboard_below_slide
left_sabechdi

გოგა ხაინდრავა: ანა ნაცვლიშვილმა საკუთარი პარტიის კომკავშირელ ბოსს გაახსენოს საჯაროდ, როგორ ატერორებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს ბოლშევიკური სულისკვეთებით!

„ახლა საკუთარი პარტიის კომკავშირელ ბოსს გაახსენოს საჯაროდ, როგორ ატერორებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს ბოლშევიკური სულისკვეთებით!” – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს და ანა ნაცვლიშვილის განცხადებას ეხმიანება:

„ანა ნაცვლიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, მიხეილ ჯავახიშვილის და ტიციან ტაბიძის მიმართ წარმოებული ბოლშევიკური ტერორი გაიხსენა. დროული წამოწყებაა! ახლა საკუთარი პარტიის კომკავშირელ ბოსს გაახსენოს საჯაროდ, როგორ ატერორებდა ეროვნული მოძრაობის წევრებს ბოლშევიკური სულისკვეთებით!” – წერს გოგა ხაინდრავა.

ასევე იხილეთ