რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 3 სექტემბერს მონღოლეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც კრემლში აცხადებენ, ოფიციალური ვიზიტი მონღოლეთის პრეზიდენტის უხნააგიინ ხურელსუხი მოწვევით შედგება.
ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ „რუსეთ-მონღოლური ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და მიმდინარე საერთაშორისო რეგიონულ პრობლემებზე მოსაზრებებს გაცვლიან “.
აგრეთვე, დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების გაფორმება.
ამასთან, არსებული ცნობით, ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს იაპონელ მილიტარისტებზე საბჭოთა და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი გამარჯვების 85 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
ცნობისთვის, მონღოლეთი რომის წესდების ხელმომწერია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფორმალურად, ვალდებულება ეკისრება შეასრულოს ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოცემული დაკავების ორდერი.