leaderboard_below_slide
left_sabechdi

კონტე: კვარაცხელია კარგი ბიჭია, რომელიც ძალიან პროფესიონალურად ვარჯიშობს და გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლსა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება შედგა.

კონტემ 23 წლის ქართველი შეაქო და აღნიშნა, რომ მას ყველაფერი წინ აქვს.

„კვარაცხელია კარგი ბიჭია, რომელიც ძალიან პროფესიონალურად ვარჯიშობს და გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის. რომ იტყვიან, თავი მხრებზე აბია. 23 წლის არის, მთელი ცხოვრება წინ აქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს. მას დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, – ამბობს კონტე.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის მეორე ოფიციალურ შეხვედრაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა და „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ხოლო პლატფორმა Whoscored-მა „კვარა“ სერია A-ს და ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდებში შეიყვანა.

„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 31 აგვისტოს, „პარმას“ წინააღმდეგ გამართავს. სექტემბრის დასაწყისში კი კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გათამაშების შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე იხილეთ