ქალაქ კასპში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩებზე გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ქვათახევის მოწამეთა ქუჩაზე მოეწყო ანაკრები რკინაბეტონის ღარები და ორფენიანი ასფალბეტონის საფარი.
აღნიშნული ქუჩა ერთ-ერთია ქალაქის იმ 11 ქუჩიდან, რომელთა რეაბილიტაციაც მერიამ დაგეგმა და უკვე მიმდინარეობს.
ქვათახევის მოწამეთა ქუჩაზე ასევე მოეწყობა ეზოში შესასვლელები.
პროექტს აფინანსებს რეგიონის განვითარების ფონდი და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.