leaderboard_below_slide
left_sabechdi

თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი აშშ-ში სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გააცილა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ისინი „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) მიიღებენ მონაწილეობას. პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გააცილეს. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვეს.

„საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ში, ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართება. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი მეორედ მონაწილეობს. პარასპორტსმენები, მეგობარი ქვეყნების დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, სპორტის 8 სახეობაში (მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლა, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ველოსპორტი, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე) იასპარეზებენ.

სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პრობლემების დაძლევის გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

 

ასევე იხილეთ