leaderboard_below_slide
left_sabechdi

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის 233 ორგანიზაციას აქვს მომართული რეგისტრაციისთვის

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციისთვის, დღეის მდგომარეობით, 233-მა ორგანიზაციამ მიმართა.

აღნიშნულის შესახებ თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ამ დრომდე, ამ წუთის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მიზნებისთვის 233 ორგანიზაციას აქვს განცხადებით მომართული. კანონის მიხედვით, მომართული აქვთ რეგისტრაციის მსურველებს, დღეის მდგომარეობით, გვაქვს 233 და კიდევ არის ვადა“, – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

ასევე იხილეთ