leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთში 100%-ანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს 3000 ლარი, ხოლო 70%-ანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ

ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალურ პროგრამებსა და წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების შესახებ ისაუბრა.

ოზურგეთის მერის თქმით, საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია წვერმაღალას პარკში გაიმართება. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ.

„როგორც დავპირდით ახალგაზრდებს, წვერმაღალას პარკში გაიმართება ოზურგეთის საჯარო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია. მადლობის სიგელებთან ერთად, 100%-იანი გრანტის მფლობელებს 3000, 70%-იანი გრანტის მფლობელებს კი 1000 ლარი გადაეცემათ. ხოლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეებმაც 100%-იანი გრანტი მიიღეს, სიმბოლურად 1500 ლარი გადაეცემათ. თარიღი წინასწარ დაანონსდება. ასევე, დაჯილდოვდებიან ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები შემდეგი კრიტერიუმებით: კურსდამთავრებული, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვა 100%-იანი გრანტით დაფინანსება – ერთჯერადი ჯილდოს სახით დამატებით მიიღებს 500 ლარს, 70%-იანი გრანტის მფლობელი კი დამატებით 400 ლარს, ხოლო დანარჩენ ყველა ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს  300 ლარი გადაეცემა“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

ასევე იხილეთ