leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოზურგეთის მერია კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას იწყებს

„ოზურგეთის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს, რომელიც მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეების ოჯახებს ეხება, ვისი სარეიტინგო ქულაც 0-დან 70001-მდეა“, – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, სოციალური პროგრამა შეეხება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ, ბავშვიან ოჯახებსაც.

„მინდა გაცნობოთ, რომ ვიწყებთ ახალ სოციალურ პროგრამას,  რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეების ოჯახებს ეხება, ვისი სარეიტინგო ქულაც 0-დან 70001-მდეა. ეს პროგრამა მოიცავს ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას. პროგრამა შეეხება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ, ბავშვიან ოჯახებსაც. პროგრამა უკვე ამოქმედებულია და ველოდებით თქვენს განაცხადებს,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ